ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელიას თავმჯდომარედ დამტკიცებისას უდუმაშვილმა სააკაშვილი "საპატიო თავმჯდომარედ" მოიხსენია

ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, სადაც ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ, ზაალ უდუმაშვილმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიის "საპატიო თავმჯდომარედ" მოიხსენია და მას სიტყვა დაუთმო. 

ნიკა მელია ენმ-ს ყრილობამ დღეს, 27 დეკემბერს, პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცა. მანამდე ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერებმა Facebook-ჯგუფის საშუალებით აირჩიეს. მისი ოპონენტი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელმაც უკვე მიულოცა მას გამარჯვება. 

ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა ეს თანამდებობა, ისევე, როგორც პარტია. 

კომენტარები