ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს ყრილობამ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-9 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცეს. 

თავმჯდომარედ ოფიციალურად დამტკიცებამდე ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერებმა Facebook-ჯგუფის საშუალებით აირჩიეს. მისი ოპონენტი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელმაც უკვე მიულოცა მას გამარჯვება. 

ენმ-ს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა ეს თანამდებობა, ისევე, როგორც პარტია. 

კომენტარები