თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა, თუმცა მე ამის ნიშანწყალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არანაირი შეთანხმება ქართულ ოცნებასთან არ შემდგარა და არც ჩანს ჯერ ჰორიზონტზე. თეორიულადაც რომ დავუშვათ, ეს რეალურ სურათს ნამდვილად ვერ შეცვლის და ქართულ ოცნება ნამდვილად ვერ იტყვის, რომ მას მრავალპარტიული პარლამენტი ჰყავს, იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაწყვეტს მომავალი პარლამენტის ბედს. ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია თავის პოზიციაში და არ ვაპირებთ საპარლამენტო მანდატების აღებას...
მეათე მოწვევის პარლამენტი
უდუმაშვილი: ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში, არ ვაპირებთ საპარლამენტო მანდატების აღებას
tbl.ge/5cz7
დაკოპირდა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ "უახლოეს დღეებში ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში"
ამავე თემაზე
- კობახიძე: ევროპის საბჭოს ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედია, ოპოზიცია ყურად იღებს
- მდინარაძე: ოპოზიციას დებატების დრო 15 წუთამდე ეზრდება, ელისაშვილიც წუხდა ამაზე
- ელისაშვილი: ჩვენ აღარავის ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ
- ვოლსკი: ევროპული საქართველო ვერც ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს
- ზილფიმიანი: განსაკუთრებული ხედვები გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში