მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია: ქვეყნის მეგობრები ხელისუფლებასთან ურთიერთობენ – იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ

ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის თვალში არ შეუძენია ლეგიტიმაცია პარლამენტს და ამერიკის ელჩის ინტერვიუს თუ ნახავთ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მეგობრის დიპლომატს პრობლემად სწორედ დასახული აქვს ეს. ამ პროცესმა შედეგად მოიტანა, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგულია ამის მიმართ. ეს, როგორც დიპლომატის, მისი შესაფასებელი არ არის, ის როგორ თვლის, უბრალოდ აღწერს ვითარებას სწორად, მძიმე ვითარებას.

​ნდობა საზოგადოების უდიდეს ნაწილში რომ ამ არჩევნების შედეგად მიიღო ივანიშვილმა და შეუძლია ლეგიტიმურად მართოს, არ არსებობს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, სანამ ფორმალურად ეს ხელისუფლება გვყავს, მანამდე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობენ, არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ნორმალურია, ლუკაშენკოსთანაც ურთიერთობენ, ბუნებრივია, სანამ ლუკაშენკო იქნება. იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ, სანამ იყო ფორმალურად ხელისუფლებაში...

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. ხელისუფლება და ოპოზიცია საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.

კომენტარები