კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე COVID-19-ის ახალი შტამის კვლევაზე: 4-5 დღე სჭირდება, ვივარაუდოთ ხუთშაბათი-პარასკევი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოსავლენად კვლევა ერთი პაციენტის შემთხვევაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეჭვი კიდევ ორ პაციენტზეა, რომლებსაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ. გამყრელიძის თქმით, კვლევის დასრულებას 4-5 დღე სჭირდება.

"გენომის სეკვენირების დასრულებას 4-5 დღე სჭირდება, [პასუხისთვის] ვივარაუდოთ მომავალი კვირის ხუთშაბათი-პარასკევი". – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 784 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

ვრცლად, კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები