კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე COVID-19-ის ახალ შტამზე: ერთ პაციენტზე დაიწყო კვლევა, კიდევ ორია საეჭვო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოსავლენად კვლევა ერთი პაციენტის შემთხვევაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეჭვი კიდევ ორ პაციენტზეა, რომლებსაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ.

"გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორია კიდევ საეჭვო, მათი ნიმუშები ხელმეორედ უნდა იქნეს აღებული, რადგან პირველად ნიმუშში ეჭვი არის, აიღება ნიმუშები და კიდევ ორზე დაიწყება ეს კვლევა.

ლუგარის ლაბორატორიის შესაბამის დეპარტამენტს დავალება აქვს მიღებული, რომ შესაბამისი პროტოკოლი გაკეთდეს, რომ პერმანენტულად, ანუ რანდომულად, რომელ ჯგუფებზე გაკეთდეს ხოლმე მსგავსი კვლევები. გენომის სეკვენირება არ არის ყოველდღიური კვლევა და არც იაფი სიამოვნებაა". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 784 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

26 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

ვრცლად, კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები