კორონავირუსი საქართველოში

1 784 ახალი შემთხვევიდან თბილისში 801 დადასტურდა, იმერეთში – 281, აჭარაში – 121

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში აღირიცხა, 281 – იმერეთში, 121 – აჭარაში,  119 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში - 101,  გურიაში - 40, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 140, კახეთში - 110, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 10. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი. 

25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები