საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 013 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 379 მართვით სუნთქვაზეა.
თბილისში 501 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 109, იმერეთში – 234. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 195 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 32, იმერეთში – 74.
ქვეყანაში ინფიცირების 17 791 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.
25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 200 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





