მე-10 მოწვევის პარლამენტი

"ჩემით თამაში გადაწყვიტეს" – ხოშტარიას დაბრუნებული ხელფასი უკან გადმოურიცხეს

"პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ახლა, დღეს უკან ჩაურიცხავთ. თუ გეხალისებათ არაა პრობლემა, გიგზავნით უკან"

ევროპული საქართველოს წევრს, ელენე ხოშტარიას დეპუტატის ხელფასი კვლავ უკან ჩაურიცხეს.

დღეს, 25 დეკემბერს, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან გადაურიცხა.

ელენე ხოშტარიამ და ევროპული საქართველოს სხვა წევრებმა პარლამენტს უკვე მიმართეს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმების თაობაზე.

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან დიდმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. 

კომენტარები