COVID-19-ის ვაქცინა

მექსიკაში, ჩილესა და კოსტა-რიკაში COVID-19-ზე ვაქცინაცია დაიწყო

ექთანი მარია ირენ რამირეზი COVID-19-ის ვაქცინას იკეთებს
Reuters

მექსიკელი ექთანი, მარია ირენ რამირეზი, ლათინურ ამერიკაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც კორონავირუსი აიცრა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ხუთშაბათს, 24 დეკემბერს დაიწყო. მექსიკამ მთლიანობაში ვაქცინის 34 მილიონი დოზა შეიძინა, პირველი ეტაპისთვის ქვეყანამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3000 დოზა მიიღო. მექსიკა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხეა.

24 დეკემბერს Pfizer/BioNTech ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ჩილესა და კოსტა-რიკაშიც. უახლოს რამდენიმე დღეში COVID-19-ზე მოსახლეობის აცრა დაიწყება არგენტინაშიც, თუმცა ქვეყანამ რუსული წარმოების ვაქცინის Sputnik V-ის 300 000 დოზა შეიძინა.

2021 წლის პირველ სამ თვეში მექსიკაში პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული ყველა სამედიცინო მუშაკის აცრა იგეგმება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 362 564 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 121 172 ადამიანი.

ჩილეში მთლიანობაში ინფიცირების 593 310 აღირიცხა, ვირუსით 16 303 ადამიანი გარდაიცვალა, კოსტა-რიკაში კორონავირუსის 162 990 შემთხვევიდან - 2 086. რაც შეეხება არგენტინას, აქ ინფიცირების 1 571 680 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 392 ადამიანი.

კომენტარები