მე-10 მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი: არ მიყვარს უცხოური სიტყვების გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ 1,2,3, უცხო ენა ვისწავლე

ჩვენ ვცხოვრობთ ტრენდების ხანაში. მე არ მიყვარს უცხოური სიტყვების ქართულ ენაში გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ერთი-ორი-სამი უცხო ენა ვისწავლე, ეს ძალიან არ მიყვარს, მაგრამ, ტრენდი, ეს სიტყვა მაინც შევარჩიე, რადგან ეს ჩვენი რეალობაა. არის ტრენდები, რომლებიც კარგია, მაგრამ არის ტრენდები, რომლებიც მე მაწუხებს [...] 

არსებობს ტრენდები, რომლებიც პირდაპირ მავნებლობაა. მაგალითად, ტრენდი იმის შესახებ, რომ თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას ნიშნავს, თავისუფლება ყველაფრის უფლება არაა, თავისუფლება არის თითქმის ყველაფრის უფლება. ეს თითქმის არის ძალიან პატარა სიტყვა, მაგრამ ამ "თითქმისის" შინაარსი რა არის, როგორ უნდა ვასწავლოთ ეს ბაღში, სკოლაში და შემდგომ დავხვეწოთ ამ "თითქმისის" შინაარსი უმაღლეს სასწავლებელში.

თქვა პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა კვლავ ერთპარტიულად შეკრებილ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები