მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია: რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ, ყველაზე დიდი რესურსი ადამიანური კაპიტალია

როგორი პიროვნებების აღზრდა გვსურს, უკიდურესად სუბიექტური თემაა, თუმცა, მისია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკურენტურანიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც მიღწევადი მიზანი იქნება, რაშიც ჩვენ დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს.

როდესაც ვამბობთ, ადამიანური კაპიტალის განვითარება უკიდურესად დიდი გამოწვევაცაა და დიდი მიზანიც, ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ჩვენ რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი ადამიანური კაპიტალია. ამაში ჩვენ თუ სერიოზულ დროს, ფინანსურ რესურსს და ყველაფერს არ ჩავდებთ, საბოლოო ჯამში, გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ...

ასე პასუხობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია, "ოცნების" დეპუტატ, გიორგი ამილახვარის კითხვას, თუ "რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდაა სასურველი".

კომენტარები