მე-10 მოწვევის პარლამენტი

მეძმარიაშვილი გახარიას: სასარგებლო იქნება სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააანონსა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება, ჩვენმა სპორტსმენებმა დაიწყეს უკვე მზადება, მათ გარდა, ამ მზადებაში მონაწილეობს სამედიცინო სტაფი... ამ ფონზე ძალიან აქტუალური და სასარგებლო იქნება სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი არქონა ცოტა ხანში ისე იზამს, რომ ვერ დავეწევით რიგ ქვეყნებს, რომლებსაც ვასწრებდით ყველანაირი შედეგით და მედლებით...

ჩემი თხოვნაა, 2021 წელს მოვემზადოთ აქტიურად, ყველანაირად ჩავრთოთ ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, ფინანსთა სამინისტროები. მოვამზადოთ ყველანაირი დოკუმენტაცია და 2022 წელს გავითვალისწინოთ ბიუჯეტში და დავიწყოთ მისი მშენებლობა, რამეთუ 2024 წელს კიდევ იქნება ოლიმპიადა, დოპინგ ლაბორატორიის და დიდი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ძალიან გამოგვადგება სპორტსმენებს

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა.

კომენტარები