კრიმინალი

ლაგოდეხში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს, ის გამოკითხვაზე იმყოფება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს. ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. განყოფილებაში კითხავენ გამტაცებელი 21 წლის ბიჭსაც.

არასრულწლოვნის მამის თქმით, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა და იძულებით გაიტაცეს. ის გამტაცებლის კანონით დასჯას მოითხოვს.

"ჩემი შვილი სწავლობს და უნდა გააგრძელოს სწავლა" - ამბობს გოგოს მამა, ისა ალიევი.

გამტაცებლის მამის თქმით კი, "ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ". მას იმედი აქვს, რომ "ოჯახები მოვრიგდებით". ის არ ფიქრობს, რომ "კანონი დაარღვია და დამნაშავეა". 

16 წლის გოგოს პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაზე იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა.

გამოძიება სსკ-ის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები