შინაური ცხოველები

მაკრონის ძაღლი მოგიწოდებთ დღესასწაულებზე ცხოველების აყვანას პასუხისმგებლობით მიუდგეთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ძაღლი სახელად ნემო, ვიდეოში გადაიღეს, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს პასუხისმგებლობით მიუდგნენ დღესასწაულებზე ცხოველების აყვანას.

ნემო მაკრონმა და მისმა ცოლმა 2017 წელს თავშესაფრიდან აიყვანეს. მას სახელი ჟიულ ვერნის წიგნების პერსონაჟის, კაპიტანი ნემოს მსგავსად დაარქვეს.

ვიდეოში ნემოს ყეფას თან გასდევს ტიტრები, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს საფრანგეთში მიტოვებული რჩება 10 000-ზე მეტი ცხოველი.

"ამიტომ, შობას აიყვანეთ ისინი, მაგრამ აიყვანეთ გაცნობიერებულად.

შენი შინაური ცხოველი შენი ოჯახის ნაწილია. მას შენი იმედი აქვს". - "ამბობს" ნემო.

იანვარში საფრანგეთის პარლამენტი შინაური ცხოველების აყვანის კანონს განიხილავს, რომლის მიზანიც ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის აღმოფხვრაა. ბიუჯეტიდან 20 მილიონი ევრო გამოიყოფა ცხოველთა თავშესაფრებში პირობების გასაუმჯობესებლად.

"სასტიკად მოქცევა უფრო მკაცრად დაისჯება". - ვკითხულობთ ნემოს ვიდეოს ტიტრებში.

 

კომენტარები