კორონავირუსი საქართველოში

1 972 ახალი შემთხვევიდან თბილისში 920 დადასტურდა, იმერეთში – 279, აჭარაში – 139 

armenpress.am

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 920 თბილისში აღირიცხა, 279 – იმერეთში, 139 – აჭარაში,  145 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში - 112,  გურიაში - 30, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 120, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 57, სამცხე-ჯავახეთში - 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 21. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი. 

24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები