ეკონომიკა

გახარია: არაეფექტური სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ

გიორგი გახარია სუამ-ის ქვეყნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაზე, სადაც მან რუსულ ენაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვის დროს სახელმწიფო საწარმოების საკითხზე ისაუბრა. 

უკვე მრავალი წელია სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიების უდიდესი ნაწილი მრავალმილიონიან ზარალზე გადის.

"სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა იმ სახელმწიფო საწარმოზე, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა,  უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება და  დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც",- თქვა გახარიამ.

ბოლო 7 წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ჯამურად 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წლების მიხედვით, მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2013 წელი - 38 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი - 71 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი - 795 მილიონი ლარი;
  • 2016 წელი - 271 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი - 691 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი - 815 მილიონი ლარი;
  • 2019 წელი - 380 მილიონი ლარი;

ოლო ექვსი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამ კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებში 1,5 მილიარდი ლარი გადარიცხა. ამ თანხის ნაწილი კომპანიებში ირიცხებოდა, როგორ კაპიტალდაბანდება, ან როგორც სუბსიდია.

მიუხედავად დიდი ოდენობით საბიუჯეტო დახმარებისა, ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ვალდებულებებიც. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ვალდებულებები 72%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდში, ჯამური კაპიტალი − მხოლოდ 16%-ით.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ვალს, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ საწარმოების ჯამური ვალდებულებები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 18.5%-ია, რაც, ასევე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარია.

კომენტარები