ქობულეთი

ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 2, მათ შორის ორსული ქალი

შსს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორსული ქალია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები