ქობულეთი

ქობულეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

26 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. 

ევაკუაცია შეეხო ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას უთხრეს, რომ სოციალური ქსელით მიიღეს შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი ხუთივე სკოლაში მუქარის შინაარსის წერილის მიღება გახდა. 

გასულ დღეებში, 18 მარტს ბათუმის სკოლა "პროგრესში" ევაკუაცია ბომბზე მიღებული ცრუ შეტყობინების გამო ჩატარდა. აქამდე კი, ამ წლის იანვარში ევაკუაცია გამოცხადდა ბათუმის 4 სავაჭრო ცენტრში, რასაც წინ უძღვოდა ანონიმურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული მუქარა თავდასხმების შესახებ. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან იყო შემოსული.

სუს: ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარებას ვთხოვთ პარტნიორ უწყებებს

კომენტარები