ქობულეთი

ქობულეთში შელაპარაკების ნიადაგზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს

4 აგვისტოს ქობულეთში შელაპარაკების ნიადაგზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რუსთავი 2-ის ცნობით, ქალაქში 1 ნომრის მიკროავტობუსის მძღოლისა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რის დროსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

ტაბულას ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები