კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

შეზღუდვების გამკაცრების გამო ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

The Times of Israel

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენისა და შემთხვევების მატების გამო, 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა "Tier Four" ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

  • აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
  • პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
  • აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები მკაცრდება. როგორც ბორის ჯონსმა თქვა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო გადამდებია. ლონდონში ინფიცირების შემთხვევების 60%-ში ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებდან დღემდე დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის 2 004 219 შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 67 075 ადამიანი.

კომენტარები