კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 417 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული  1136 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 417 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 527 მძიმე პაციენტია, აჭარაში 133, იმერეთში კი - 264. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 212 ადამიანია, იმერეთში - 56, აჭარაში - 37. 

ქვეყანაში კორონავირუსის 28 984 აქტიური შემთხვევაა. 

19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 907 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

 

კომენტარები