გაბრიელ სალოსის გამზირი

გაბრიელ სალოსის გამზირზე, ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს - ოჯახი მას ერთი თვე სახლში ინახავდა

შსს

გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. 

როგორც გარდაცვლილის შვილი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, გარდაცვლილი 66 წლის ქალია, ის 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ამ დროის განმავლობაში ოჯახს ბინაში ჰყავდა. 

კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინეს სიკვდილის შესახებ, კაცი ამბობს, რომ "არ ვიცით რა, უსახსრობის გამო, შეშინებული ვიყავით". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები