არჩევნები 2020

ელისაშვილი: მღელვარებაზე და რევოლუციაზე მეოცნებე ოპოზიციონერები აფუჭებენ საქმეს

მღელვარებებზე და რევოლუციაზე მეოცნებე ოპოზიციონერები აფუჭებენ საქმეს, აფუჭებენ ფონს და ყველაფერს აკეთებენ ერთი მხრიდანაც და მეორედანაც, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს, გაღმავდეს კრიზისი, ქვეყანას ჰყავდეს ერთპარტიული პარლამენტი.

ლამის მთელი თაობებია ვოცნებობთ, პატიოსან საარჩევნო სისტემაზე, ფუნდამენტურად რეფორმირებულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მაგრამ, ერთი მხრიდანაც და მეორე მხირდანაც დაუღალავი ძალისხმევაა, რომ ეს ყველაფერი [მოლაპარაკებები] ჩაიშალოს.

ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა, ან როდის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი.

კომენტარები