საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 16 870 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 8 011 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით.
18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 204 003 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 171 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 002 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





