ემანუელ მაკრონს Covid-19 დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია ავრცელებს.

მომავალი შვიდი დღის განმავლობაში ის თვითზიოლაციაში იქნება და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს. 

16 დეკემბერს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა, დააანონსა, რომ, შესაძლოა, დეკემბრის ბოლო კვირიდან საფრანგეთმა ვაქცინის მიღება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინას მომავალ კვირას დაამტკიცებენ.

17 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 59 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები