ეკონომიკა

გახარია: საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.3% იქნება

გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომი, მეშვიდე შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს პროგრამის შესრულების მეშვიდე ეტაპი, ამ განხილვის დროსაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის და კონკრეტული კომპანიების მხარდაჭერის გეგმა, აქვე აღნიშნული იქნა, რომ საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 4.3%, თუმცა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება გავამახვილოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს, როგორც ხარჯვით ნაწილს, ასევე საშემოსავლო ნაწილს, აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

კომენტარები