არჩევნები 2020

კობახიძე: ჯერ ენმ-ს, ევროპელებს, ლელოს, სტრატეგიას, ლეიბორისტებს მანდატები აქვთ, დრო არის

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, სანამ ოპოზიციურ პარტიებს მანდატები გაუქმებული არ აქვთ, მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აქვს.

კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა, პარლამენტში ის პარტიებიც შევიდნენ, რომლებმაც მანდატების შეწყვეტის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს.

"შეიძლება ის პარტიების ვიხილოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომლებმაც დაწერეს ეს განცხადებები, ამას არ გამოვრიცხავთ, ამაზე იქნება კოსულტაციები. არის გარკვეული დრო დარჩენილი, ზოგიერთ შემთხვევაში 10 დღე, ზოგიერთ შემთხვევაში 2 კვირა. ამ დროის გამოყენებაც შეიძლება პროდუქტიულად, ანუ ვიდრე არ არის გაუქმებული მანდატები კონკრეტული პარტიებისთვის, მანამდე შეიძლება მათთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. რომ იყოს უკვე გაუქმებული და ვიყოთ 2 კვირის თავზე დღეიდან, ბუნებრივია, არ ექნებოდა აზრი". – თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა. ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს დღეს, 16 დეკემბერს მიმართა. იმავე მოთხოვნით პარლამენტს რამდენიმე დღის წინ მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.

მანდატებზე უარი, ჯერჯერობით, არ უთქვამს გირჩს, მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები