რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებაში. არ მგონია, რომ სარკასტულ ტონში მისი გასარჩევი იყოს ქართული მოწამეობრივი და არამხოლოდ მითიური ფიგურა, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაყიდა.
ამ თემებზე თამაშს და ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არამხოლოდ ოპოზიცია ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ეს ნორმალურია. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის...