არჩევნები 2020

სააკაშვილი: ამერიკის ელჩზე ან რომელიმე ცალკე ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია

ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ ცალკე ელჩზე თავდასხმა მე უაზრობად მიმაჩნია იმ გაგებით, რომ რაზეა აქ საუბარი - ესენი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა იმდენად "გააპუსტიაკა" ივანიშვილმა, იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვნები, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან, მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვურეკავდი, ვრეკავდი უკრაინის საკითხებზე მუდმივად, ბელარუსზე, შუა აზიაზე, კუბის საკითხებზეც კი და იმ საკითხებს ვაგვარებდი და ამას რომ ვაკეთებდი, ეს იყო ბუნებრივი, იმიტომ რომ ავტორიტეტი გვქონდა.

ახლა ჩვენ მსჯელობთ საელჩოს რომელიღაცა განყოფილების მოადგილემ რა თქვა, იმიტომ რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ, ჩვენ დავიწიეთ ამ დონეზე, ამიტომ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდით, თუ ჩვენ თვითონ არ ვიყავით ბევრნი, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ისაუბრა.

კომენტარები