არჩევნები 2020

სააკაშვილი: საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ენმ მინიმუმ 50%-ს აიღებდა, ამიტომ არ მიშვებენ

მე ძალიან ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით. ნაციონალურმა მოძრაობამ არამხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველა რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით აიღო 35%-ზე მეტი, პარტიამ აიღო პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ 50%-ს - ეს ყველამ იცის ძალიან კარგად და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ისაუბრა.

კომენტარები