ოცნების დეპუტატი აფრიკის დასახლებაზე: სახლის შენებას ხო პატარა თანხა არ უნდა

ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟს გამოეხმაურა.

ზავრადაშვილის თქმით, მაცხოვრებლები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ეს იყო სახელმწიფო მიწის მიტაცება, რაც არაფრით არ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

"სანამ სახლს ააშენებდნენ, სახლის შენებას ხო პატარა თანხა არ უნდა და არც პატარა დრო, იმავე ერთი ბარის დარტყმის მომენტიდან უამრავჯერ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ეს არის სახელმწიფო მიწის მიტაცება, რომელიც არაფრით არ შეიძლება, რომ მომხდარიყო. იქ ადამიანების უმრავლესობა არ ცხოვრობდა და არი მშენებარე სახლები. ამ ხელისუფლებას ქუჩაში არასოდეს არავინ დაუტოვებია და რა თქმა უნდა, თუ ვინმეს წასასვლელი არ აქვს, იმასაც არ დატოვებს. ვისაც წასასვლელი არ აქვს ქალაქში, ასეთ ადამიანების ჩვენ წლების განმავლობაში 6 წელია ვთავაზობთ, რომ არის პირობები იმისთვის, რომ ის ქუჩაში არ დარჩეს". – თქვა ზავრადაშვილმა.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობები დაანგრია, 8 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი

კომენტარები