ეკონომიკა

მიმდინარე წელს ექსპორტი 11%-ით, ხოლო იმპორტი 16%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ქვეყნის ექსპორტმა სულ 3.016 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11.3%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი გასულ წელს 3.4 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. კლება ექსპორტში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარია. 

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაც და ღირებულებაც. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტმა ჯამურად 7.186 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.9%-ით ნაკლებია. 

წინა წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტის ჯამურმა მოცულობამ სულ 8.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. კლება, დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარია. ამის ფონზე შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც და 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები