არჩევნები 2020

ჯაფარიძე ISFED-ზე: პარალელური დათვლა არ აჩვენებს კარუსელებს, დაშინებას და მოსყიდვას

ISFED-ის პარალელური დათვლა არის ოქმების დაჯამება და იქ შეიძლებოდა რაღაცა შეშლოდათ, მაგრამ ეს არ აჩვენებს იმ დარღვევებს, რა დარღვევებსაც შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, კარუსელები, დაშინება, მოსყიდვა, რაზეც მათ შორის საუბარი არის აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაში. ამ პარალელური დათვლით მაგას ვერ იჭერ და ეგ არსებითად არაფერს ცვლის...

ტელეკომპანია პირველთან საუბარში გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგებზე. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

კომენტარები