არჩევნები 2020

ბურჯანაძე: "ოცნება" ამბობს, არ მოვდივარ დათმობაზეო და ელისაშვილს თუ ჩაუჩურჩულა, გვითხრას

ალეკო ელისაშვილი აღარ არის ოპოზიცია. ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ამ ერთობას ჩაშლის და თან აქეთ ლანძღვას დაიწყებს, ის ბუნებრივად ვერ იქნება. მე არაერთგზის მითქვამს ჩემი აზრი და სერიოზული ეჭვები გამოთქმული ელისაშვილთან დაკავშირებით.

[...] რას ნიშნავს, ბოკერიას უგულავას და ბურჯანაძეს ვინმე სადმე მიყავს და ელისაშვილი და იოსელიანი ყველაზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ? სხვები მიგვყავს ჩვენს ჭკუაზე და ესენი ვერ წამოვიყვანეთ? როგორ აყენებენ ასეთ შეურაცხყოფას მთელ დანარჩენ ოპოზიციას? მთელი პარტიები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი, ჩვენს ჭკუაზე დადიან და თავისი ჭკუა არ აქვთ? 

[...] თუ შენ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, არჩევნები არალეგიტიმურია, ხალხს არჩევანი წაართვეს, ჩემი ამომრჩეველი მოატყუეს, მე პარლამენტში არ შევალო და მერე უცებ ამბობ, რომ გადავიფიქრეო, ეს, პირველ რიგში, შენს უთავმოყვარეობაზე და ხალხის შეურაცხყოფაზე ლაპარაკობს. 

თუ ბოკერია და უგულავა რამის ჩაშლას ცდილობდა, რატომ ამბობს ამას ელისაშვილი დღეს და რატომ არ ამბობდა ამას ორი კვირის წინ? კაცი ან ხარ, ან არ ხარ, კაცს რომ გავხარ და შარვალი გაცვია ეს არ ნიშნავს მარტო კაცობას. პირი უნდა მომუწო და არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც დაგჭირდება, რომ შენი არაკაცური ნაბიჯი გაამართლო. ხელისუფლება ამბობს, მე არ მოვდივარ დათმობაზეო და ელისაშვილს თუ ყურში ჩაუჩურჩულა, გვითხრას.

ამბობს ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოქალაქეების ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე საუბრისას პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები