2020 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

GNFC

82 ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი.

რეხვიაშვილის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. იგი ოპერატორი იყო ფილმებისა "ალავერდობა", "მიქელა", "ფიროსმანი", "ძაღლი". 1971 წელს გადაიღო სადებიუტო ნამუშევარი "ნუცა", ავტორია ფილმებისა "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა", "გზა შინისაკენ", "საფეხური", "მიახლოება", "უკანასკნელნი".

1979 წელს რეჟისორმა მოიპოვა მანჰეიმის საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი, კინოპრესის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი და გერმანიის კათოლიკური ეკლესიის ჯილდო ფილმ "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკისთვის", 1990 წელს მიუნხენის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო ჟიურის სპეციალურ პრიზი ფილმისთვის "მიახლოება". 1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.

კომენტარები