არჩევნები 2020

იოსელიანი: ძალიან გული მწყდება, რომ სტრატეგია აღმაშენებელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ფორმულა

"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს" - ასე შეაფასა პარტია მოქალაქეების წევრმა ლევან იოსელიანმა სტრატეგია აღმაშენებლის განცხადება, მანდატებზე უარის თქმისა და საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ.

კარგია, რომ მოლაპარაკებების მომხრეები არიან, უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას. ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს. თუ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დავაზიანოთ და არ შედგეს, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რა.

თან მანდატზე უარს ვამბობოთ, თან მოლაპარაკება მინდა, რომ, თუ მოვილაპარაკეთ, პარლამენტში შევიდეთ, ესე არ არის, პოზიციები უნდა იყოს გაცხადებული, ამ პროცესს ხალხი უყურებს და არ შეიძლება, ამ ხალხს ორპირად ველაპარაკოთ" - თქვა ლევან იოსელიანმა TV პირველის ეთერში.

სტრატეგია აღმაშენებელი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საარჩევნო სიას ანულებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ს ხვალ მიმართავს.

"გადაწყვეტილება ერთსულოვანია, ხვალ მივმართავთ ცესკოს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიაზეც უარს ვიტყვით, - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ სტრატეგია აღმაშენებელი მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. ამ დრომდე ეს ოპოზიციის საერთო მოთხოვნებად განიხილებოდა, ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის განმავლობაში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური წარმომადგენლისთვის პარლამენტში შესასვლელი მარჟა უფრო დაბალია და უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე გადის, რომელსაც ასევე ვერ მიიღებს პარლამენტი, თუკი იქ ოპოზიციის 23 დეპუტატი არ შევა.

კომენტარები