არჩევნები 2020

ჯაფარიძე: უბნების გადათვლით ვერ დავადგენთ რეალურ სურათს იმისა, თუ რა იყო ამომრჩევლის ნება

არ მჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი აპირებდეს რაიმე სატყუარის გადაყლაპვას. ის უბრალოდ უფრო ოპტიმისტურად უყურებს თვითონ ამ მოლაპარაკების პროცესს და ფიქრობს, რომ კონკრეტულად ამ არჩევნების შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაცა გზა მოიძებნოს ისეთი, რომელიც შეიძლება დამაჯერებელი იყოს ოპოზიციისთვისაც და მოსახლეობისთვისაც და ამაზე შეიძლება წამოვიდეს ხელისუფლება.
მე უბრალოდ ჩემი პოზიცია მაქვს, რომ ვერ ვხედავ დღევანდელ რეალობაში ეგეთ გზას, ანუ ტექნიკურ გამოსავალს ვერ ვხედავ, მარტო აიღო რაღაც უბნების ოქმები და გადათვალო და შეადარო, სწორად არის თუ არა დაჯამებული ცენტრალური კომისიის ვებგვერდზე, ან შევადაროთ სხვა რაღაცეებს, ეგრე მგონია, რომ ვერ დავადგენთ რეალურ სურათს იმისა, თუ რა იყო საქართველოს მოსახლეობის ამომრჩევლის ნება.

თქვა გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები