კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე სამყაროს ახალი შეთქმულების თეორია ვირუსივით მოედო.
მრავალი ადამიანის აზრით Covid-19-ის გაჩენისა და გავრცელების მთავარი ფაქტორი 5G გადამცემებია. მიუხედავად იმისა, რომ თეორიას არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია, ხალხში ის მაინც პოპულარობით სარგებლობს.
გულუბრყვილო კონსპირატორებისთვის Amazon-ზე ერთ-ერთმა გამყიდველმა პროდუქტი განათავსა, რომელიც ელექტრომამოძრავებელი ძალის ტალღების მბლოკავია, აღწერილობაში კი მითითებულია, რომ მოწყობილობა აჩერებს 5G-ის გამოსხივებას.

ფოტო: Bored Panda
ნივთის ფასი 90$-ს შეადგენს და ამ დროისთვის სრულიად ამოყიდულია.





