არჩევნები 2020

მელია: ალბათ, ვიღაცებს აქვთ ცდუნება, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მორალური პოლიციის ეშინიათ

შესვლის სურვილი, შეიძლება, ვიღაცებს ჰქონდეს, მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი? ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის უფროსის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც, ალბათ, ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. 

ვერავისზე 100%-ით თავს, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დადებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ, თუ მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ? 

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნიკა მელია ოპოზიციის შეხვედრაზე შესვლისას. ამ დროისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

კომენტარები