კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეპიდემიური ვითარების გამო, პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ილია მეორესთან შეხვედრები შეზღუდულია.

"კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები" - წერს დეკანოზი Facebook-ზე.

კომენტარები