არჩევნები 2020

უგულავა: ელჩებს წინადადებები წერილობით წარვუდგინეთ, ანალოგიურად ვითხოვთ ოცნებისგანაც

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფიში ოპოზიციური პარტიები არიან შეკრებილები და მოლაპარაკებებს მართავენ. შეხვედრის დაწყებამდე მათმა ლიდერებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 4 დეკემბერს, ელჩებს წერილობით წარუდგინეს საკუთარი წინადადებები ქართული ოცნების მიმართ.

"ჩვენ სპეციალურად ჩვენი წინადადებები წერილობით წარვადგინეთ, იმიტომ, რომ ვითხოვთ ანალოგიურად წერილობით პასუხს ქართული ოცნებისგან. არა ბრიფინგებით, არა კომენტარებით, არამედ კონკრეტულად იმ წინადადებებზე რას ფიქრობენ. აი, ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გუშინ წარვადგინეთ, ერთგვარი საგზაო რუკაა, როგორ უნდა განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, სადაც შეგვიყვანა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც გააყალბა არჩევნები". - თქვა უგულავამ.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები