არჩევნები 2020

მეუფე იაკობი: ვთქვათ, შევიდა 90 კაცი და სხვა არავინ შევიდა, რა პარლამენტი იქნება?

მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ბრძოლა უაზროდ?!

[...] როდესაც საზღვარს გვიწევენ და იმის თავი არა გვაქვს, რომ რაღაცით შევაჩეროთ, ვაღიაროთ, რომ ისე ვერ ვიქცევით, როგორც უნდა ვიქცეოდეთ, ისე ყოჩაღები ვერა ვართ.

ვთქვათ, შევიდა 90 კაცი და სხვა არავინ შევიდა, რა პარლამენტი იქნება? გინდა მინისტრები აირჩიონ და სხვები აირჩიონ, ხომ იცით, რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ. ავიღოთ მეორე მხარე, ვთქვათ, დარჩა გარეთ, მე იმას კი არ ვამბობ, არც შესვლისკენ მოვუწოდებ და არც გარეთ ყოფნისკენ. უბრალოდ, ქართველები დავფიქრდეთ ჩვენ რისთვის გვინდა ხელისუფლება - ჩვენ გვინდა 150 გონიერი ადამიანი, რომ მართონ ქვეყანა...

ასე ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ საპარალამენტო მანდატებზე და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად, მხოლოდ ქართული ოცნების 90 დეპუტატით შეიკრიბება.

კომენტარები