ეკონომიკა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა მესამე კვარტალში 7.2%-ით შემცირდა

gcn.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8% ქალია, 59.2% კი კაცი. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 610.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6.4%-ით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%-ით ნაკლები).

2020 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 1 305.9 ლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3 ლარით ნაკლებია. 

კომენტარები