კორონავირუსი საქართველოში

112 ქოლ ცენტრისთვის 2.6 მილიონი ლარის აპარატურას გამარტივებული წესით ყიდულობს

112, რომელიც სსიპ-ს წარმოადგენს, სატელეფონო ცენტრის გასაძლიერებლად 2.6 მილიონი ლარის აპარატურას გამარტივებული წესით ყიდულობს. შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნდა

თუ რა გახდა აპარატურის გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შესყიდვის მიზეზი, დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ეს ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. 

როგორც დოკუმენტაციაში ნათქვამი, დამატებითი აპარატურის გარეშე ქოლ ცენტრი ვერ მოახერხებს ოპერატიულ რეაგირებას მოქალაქეთა ზარებზე. 

აპარატურის შესყიდვის მაქსიმალური ვადა 80 დღეა. ქოლ ცენტრი ყიდულობს: 

  • ქსელური მოწყობილობა - 2 ცალი
  • სერვერი - 8 ცალი
  • საოფისე სავარძელი - 60 ცალი
  • საოფისე სკამი - 50 ცალი
  • საოფისე მაგიდა - 30 ცალი
  • მობილური ტელეფონი - 40 ცალი
  • უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები - 5 ცალი

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე მთავრობის წევრებიც და ეპიდემიოლოგებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას პროგნოზირებდნენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები მოუმზადებლები შეხვდნენ კრიზისს. 

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, გამარტივებული წესით სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს, რომელშიც 3.2 მილიონ ლარს გადაიხდის. 

კომენტარები