აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს სავიზო წესები გაუმკაცრა

Business Insider

აშშ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო წესები გაუმკაცრა. 

ახალი შეზღუდვით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს სამოგზაურო ვიზით აშშ-ში მაქსიმუმ ერთი თვით გაჩერება შეეძლებათ. ადრე მათ, ისევე როგორც ჩინეთის სხვა მოქალაქეებს, შეეძლოთ აშშ-ში ვიზიტორის ვიზის აღება, რისი ხანგრძლივობაც მაქსიმუმ 10 წელი შეიძლება ყოფილიყო. 

NYT-ის ორი ანონიმური წყაროს ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის წევრებს შეზღუდული ვიზებით მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ აშშ-ში შესვლა მაშინ, როდესაც ადრე რამდენჯერმე შეეძლოთ. 

ახალი შეზღუდვა არ ეხება სხვა ტიპის ვიზებს, მაგალითად, საიმიგრაციო ან სამუშაო ვიზებს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ პოლიტიკის შეცვლის შედეგად მიმდინარე ვიზები არ გაუქმდება.

ახალი შეზღუდვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 92 მილიონ წევრს ეხება, თუ მათ ოჯახის წევრებსაც გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მთლიანობაში - 270 მილიონ ადამიანს. 

აღნიშნულ საკითხებში გათვითცნობიერებული პირები ამბობენ, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ განსაზღვრონ პირის სტატუსი კომუნისტურ პარტიაში, მაგალითად, მათი სავიზო განაცხადისა და ინტერვიუს საფუძველზე. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ შეზღუდვა ვერ აცდება კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის მთავრობისა და ბიზნეს წარმომადგენლებს, განსხვავებით მილიონობით სხვა ჩინელისგან, რომლებიც პარტიას, შესაძლოა, იმ მიზეზით შეუერთდნენ, რომ სხვადასხვა სფეროში დაწინაურდნენ.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს აშშ-მ 1 000-ზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს ვიზა გაუუქმა უსაფრთხოების რისკების გამო ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს შპიონაჟში, ამერიკული ტექნოლოგიების, სამხედრო და სხვა ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს.

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ჩედ ვოლფმა, თქვა, რომ ვაშინგტონი ვიზებს უბლოკავს ჩინელი დამამთავრებელი კურის სტუდენტებისა და მკვლევართა ნაწილს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩინეთის სამხედროებთან. ვიზების გაუქმების მიზანია აშშ-მ არ დაუშვას მათ მიერ კვლევის შედეგების მოპარვა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

კომენტარები