ინფლაცია

ბოლო 1 წელში ზეთი 23%-ით გაძვირდა, პური 7%-ით, ხორცი კი 3.7%-ით

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.9%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ით განისაზღვრა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი); 

კომენტარები