არჩევნები 2020

სანიკიძე: სააკაშვილის გარეშე 8 წელში მე-7 არჩევნები წავაგეთ, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფიგურაა

მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პერსონა იყო, არის და როგორც ჩანს, კარგა ხანს იქნება გადამწყვეტი ფიგურა საქართველოში და აგერ, უახლოეს პერიოდში იხილავთ, აღმოსავლეთ ევროპაშიც. 

სააკაშვილი იქიდან თავის მოსაზრებებს რომ გამოთქვამს, ემოციებს და განსხვავებულ აზრს, ის ადამიანია და ამ ქვეყნის მოქალაქეა, მიუხედავად იმისა, პასპორტს წაართმევ თუ არა. სააკაშვილის გარეშე 8 წლის განმავლობაში მე-7 არჩევნები წავაგეთ ოპოზიციამ...

ამის შესახებ ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა გუბაზ სანიკიძემ თქვა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები