კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ მეგონა, რომ ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა, ჯერჯერობით უძლებს

მე პირადად არ მეგონა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით გაუძლებდა. ჯერჯერობით, ხედავთ... კი, ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ, კი, რა თქმა უნდა, ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ რომ სისტემა უძლებს ამას და ჩვენი გმირი ექიმები... დიდი მადლობა ეკუთვნის მთელ სამედიცინო საზოგადოებას, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება.

... სისტემა უკეთ არის მზად, მაგრამ იდეალურად ნამდვილად არ ვართ. იდეალურად ვერც ერთი... გაუჭირდა ყველაზე უფრო მწყობრ ჯანდაცვის სისტემებს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები