ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რემდესივირი სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რემდისივირი ქვეყანაში გამოსაყენებლად მალე შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ სულ მალე უნდა იყოს რემდესივირი ქვეყანაში გამოსაყენებლად. მაგრამ, რემდესივირი არაა ყოველდღიური ხმარებისთვის, ის იხმარება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით, კლინიკაში და არა ამბულატორიებში". – ამბობს გამყრელიძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, გუშინ, 29 ნოემბერს, TV იმედის ეთერში თქვა, რომ ვირუსზე მკურნალობის პროცესში მან რემდესივირი გამოიყენა, თუმცა ეს პრეპარატი საქართველოში არაა. როგორც ცერცვაძემ განმარტა, რემდესივი მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

კომენტარები